სამხედრო ტაძარი – სობორო; Military Temple – Soboro (original) (raw)

Posted by: burusi | 16/06/2009

სობორო

ძველი თბილისი (ფოტო, ისტორია) – Old Tbilisi (Photo, History)

ტფილისის სამხედრო ტაძარი (Тифлисский Александро-Невский военный собор)

ტფილისის ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარი (რუს.: Тифлисский Александро-Невский военный собор) — მართლმადიდებელი ქრისტიანული საკათედრო ტაძარი ტიფლისში, აგებული რუსეთის იმპერიული მმართველობის მიერ 1870-90-იან წლებში.

1865 წლის 4 სექტემბერს იმპერატორმა ხელი მოაწერა ტაძრის მშენებლობას. იგი რუსეთის კავკასიის ომში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთან გამარჯვების აღსანიშნავად აღიმართა და შუასაუკუნეების რუსი წმინდანი ალექსანდრე ნეველის სახელობისა იყო. ნეობიზანტიური სტილის ნაგებობის პროექტი დ. გრიმს ეკუთვნის. კათედრალის მშენებლობა 1871 წლის 16 აპრილს დაიწყეს მეფისნაცვლის, დიდი მთავრის – მიხეილ ნიკოლოზის ძის თანდასწრებით. ტაძარი ააგეს ალექსანდროვის ბაღის ზემო ნაწილში გუნიბსკის (ღუნიბის) მოედანზე (მოგვიანებით სობორნი მოედანი დაერქვა, ამჟამად რუსთაველის გამზირის ნაწილი). 1897 წლის 21 მაისს ტაძარი აკურთხა საქართველოს ეგზარხოსმა ვლადიმირმა.

ტაძარს განაგებდა საქართველოს ეგზარქატი 1917 წლამდე, რის შემდეგაც იგი გადაეცა ავტოკეფალია მინიჭებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს. 1921 წლის თებერვალში ტაძრის ეზოში დაასაფლავეს საქართველოს სამხედრო სკოლის სტუდენტები (იუნკრები), რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის წითელ არმიასთან ბრძოლაში დაიღუპნენ.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1930 წელს კომუნისტურმა მთავრობამ დაანგრია ტაძარი, რომლის ადგილას აშენდა საბჭოთა საქართველოს მთავრობის სასახლე (ახლანდელი პარლამენტის შენობა).

სასახლის ეზოს ტერიტორიაზე შემორჩენილ სასულიერო პირთა საკნებში (კელიებში), 2007 წლის 26 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ხარების სახელობის სამლოცველო გაიხსნა.

სამხედრო ტაძარი, სობოროს საკონკურსო პროექტი

სამხედრო ტაძარი, სობოროს საკონკურსო პროექტი

სამხედრო ტაძარი, სობოროს საკონკურსო პროექტი – Military Temple – Soboro

ღუნიბის მოედანი, სადაც მერე სობორო აშენდა, მარცხნივ მთავარმართებლის სასახლე, მარჯვნინ პირველი გიმნაზია. მოედნის მაღლა მდგარი შენობები ძველი არსენალია, მერე გადაიტანეს არსენალის მთაზე – მახათაზე; Military Temple – Soboro

სამხედრო ტაძარი, სობორო, ტაძრის მშენებლობა (ხარაჩოებში)

სამხედრო ტაძარი სობორო – Military Temple – Soboro

სამხედრო ტაძარი, სობორო – Military Temple – Soboro

სამხედრო ტაძარი – სობორო – Military Temple – Soboro

სამხედრო ტაძარი, სობორო – Military Temple – Soboro

სამხედრო ტაძარი, სობორო, ხედი ზემოდან – Military Temple – Soboro

სამხედრო ტაძარი, სობორო – Military Temple – Soboro

სამხედრო ტაძარი, სობორო – Military Temple – Soboro

სამხედრო ტაძარი, სობორო – Military Temple – Soboro

სამხედრო ტაძარი, სობორო – Military Temple – Soboro

სამხედრო ტაძარი, სობორო – Military Temple – Soboro

სამხედრო ტაძარი, სობორო – Military Temple – Soboro

ჩამორთმეული რუსული არტილერია ეკლესიის ეზოში – Military Temple – Soboro. 1917-1918 წწ.

სამხედრო ტაძარი, სობორო, ბოლშევიკებმა ტაძრის თავზე ვარსკვლავი აღმართეს – Military Temple – Soboro

სამხედრო ტაძარი, სობორო, გერმანელთა ჯარების შემოსვლა თბილისში, 1919 წ. – Military Temple – Soboro

კომუნისტების მიერ დანგრეული ტაძრის ადგილი

Posted in History, Photo | ტეგები: თბილისი, საქართველო, სობორო, ტფილისი, ტფილისის სამხედრო ტაძარი, ძველი თბილისი, Тифлисский Александро-Невский военный собор, georgia, Military Temple – Soboro, Old Tbilisi, Old Tiflis, tbilisi, Tiflis