ბაღი საუკეთესო მოგონებებისთვის (original) (raw)
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი უძველესი ბოტანიკური დაწესებულებაა, რომელმაც თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი განვლო. მათ შორის იყო, როგორც აღმავლობისა და განვითარების ნათელი პერიოდები, ისე კრიზისის უმძიმესი წლებიც.
მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში, სამი მცირე სიდიდის ბაღი იყო გაშენებული, რომლებიც საქართველოს სამეფო კარს ეკუთვნოდა. მათ შესახებ პირველი, არც თუ ისე მდიდარი ცნობები, მოცემულია ფრანგი მოგზაურის, შარდენის ჩანაწერებში (1672). საქართველოს სამეფო კარის ბაღი ნ. კეცხოველის (1956), მ. გოგოლიშვილისა და ვ. სხიერელის (1986), მ. შენგელიას(1988) გამოკვლევებით, ბოტანიკური ბაღის ფუნქციასაც ასრულებდა ...