თელიანი ველი - ღვინო, შთაგონებული ქართული სულით. (original) (raw)
თელიანი ველი - ღვინო, შთაგონებული ქართული სულით.
Scroll
წინანდალი
მშრალი
წინანდალი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი მშრალი ღვინო „წინანდალი“ დამზადებულია კახეთში, წინანდალში მოწეული რქაწითელისა და კახური მწვანეს ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. იგი ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერილობით, გამოირჩევა ტროპიკული ხილის, მინდვრის ყვავილების მდიდარი ბუკეტითა და რბილი, ჰარმონიული დაბოლოებით.
ახაშენი
ნახევრად ტკბილი
დაცული ადგილწარმოშობის დასახელების წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო “ახაშენი” დამზადებულია კახეთში, ახაშენში მოწეული საფერავის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. იგი ხასიათდება ალუბლისფერი შეფერილობით, მკვეთრად გამოხატული მდიდარი არომატებით, ჰარმონიული გემოთი და შოკოლადის ხავერდოვანი ტონებით.
მიირთვით ხილთან, ტკბილეულთან, თხილთან და სხვა დესერტთან ერთად.
საფერავი როზე (ნახევრად მშრალი)
ნახევრად მშრალი
ვარდისფერი ნახევრად მშრალი ღვინო “საფერავი როზე” დამზადებულია საფერავის ჯიშის რჩეული ყურძნისაგან. იგი დაყენებულია როზეს დამზადების კლასიკური მეთოდით. ღვინო ხასიათდება ალუბლის მდიდარი არომატით და წითელი კენკრის სასიამოვნო ტონებით. მიირთვით ხილთან, ტკბილეულთან, და ზღვის პროდუქტებთან ერთად.
პრემიუმ ბრენდები
Winery97
თელიანი ველი 1997 წლიდან გამორჩეულ, წითელ, კაშკაშა თეთრსა და ნაკვერჩხალივით მაცოცხლებელ ქარვისფერ ღვინოებს ქმნის.
Winery97 თელიანი ველის პრემიუმ ღვინის სერიაა.
გლეხური
თელიანი ველის ქვევრის ღვინის სერია ,,გლეხური“ ქართული ღვინოების ავანგარდშია.
შემოდგომის ხილივით მსუყე წითელ და ნაკვერჩხალივით მგზნებარე ქარვისფერ ღვინოებს მიღმა, შეგრძნებების მთელი სამყარო იშლება.
თელიანი ქოლექშენი
“თელიანი ველმა” და არტიზან მეღვინეებმა ძალები გააერთანეს, რათა მსოფლიოს რჩეული და იშვიათი ღვინოები გააცნონ.
ქართული მეღვინეობის რეგიონები და ყურძნის ჯიშები
- -
ღვინის სამშობლო
525 ჯიში
8000 წელი