მთავარი გვერდი (original) (raw)
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რჩეული სტატია
კვამე ნკრუმა — განელი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, პოლიტიკის თეორეტიკოსი და რევოლუციონერი. ოქროს ნაპირის პრემიერ-მინისტრი 1952-1957 წლებში, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი განის პირველი პრემიერ-მინისტრი (1957-1960) და დამოუკიდებელი განის პირველი პრეზიდენტი (1960-1966). ფელდმარშალი (1965). 1964 წელს თავი გამოაცხადა მუდმივ პრეზიდენტად. პანაფრიკანიზმის გავლენიანი მხარდამჭერი, ნკრუმა იყო „აფრიკის ერთობის ორგანიზაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და 1962 წელს საბჭოთა კავშირის მიერ გაცემული „ლენინური მშვიდობის პრემიის“ ლაურეატი. საზღვარგარეთ გატარებული თორმეტი წლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც იგი უმაღლეს განათლებას ეუფლებოდა, საკუთარ პოლიტიკურ ფილოსოფიას აყალიბებდა და სხვა დიასპორელ პანაფრიკანისტებთან ერთად ორგანიზაციულ საქმიანობას ეწეოდა, ნკრუმა ოქროს ნაპირზე დაბრუნდა, რათა დაეწყო თავისი პოლიტიკური კარიერა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის დამცველს. მან ჩამოაყალიბა კონვენტის სახალხო პარტია, რომელმაც რიგით ამომრჩეველზე ორიენტირებული უპრეცედენტო მიდგომით სწრაფ წარმატებას მიაღწია. 1952 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა და ეს თანამდებობა შეინარჩუნა 1957 წლამდე, როდესაც განას ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესს უხელმძღვანელა, რაც იმ დროისთვის საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში პირველი ასეთი შემთხვევა იყო. 1960 წელს განელებმა დაამტკიცეს ახალი კონსტიტუცია და ნკრუმა პრეზიდენტად აირჩიეს. 1999 წელს BBC-ის გამოკითხვით იგი ათასწლეულის აფრიკელად დასახელდა.
დღის სტატია
ტროის ომი
ტროის ომი — ლეგენდის თანახმად, წარმოებდა მცირე აზიაში ქალაქ ტროის წინააღმდეგ აქეველთა მიერ, ტროელი პარისის მიერ სპარტის მეფის მენელაოსის ცოლის – უმშვენიერესი ელენეს მოტაცების გამო. ელენეს შეურაცხყოფილმა მეუღლემ მენელაოსმა დახმარებისათვის მიმართა თავის ძმას მიკენის მბრძანებელ აგამემნონს და სხვა ბერძენ მეფეებს. მათ შორის იყვნენ ბრძენი ნესტორი, ცბიერი ოდისევსი და უბადლო მეომარი აქილევსი. აქაველთა გაერთიანებულ ლაშქარს აგამემნონი სარლობდა. ეს ომი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ბერძნულ მითოლოგიაში და აღწერილია ეპიკურ პოემათა ციკლში, რომელთა შორის ჩვენამდე მხოლოდ ორმა - ჰომეროსის ილიადა და ოდისეა - მოაღწია. ილიადაში აღწერილია ომის გვიანდელი პერიოდი, ხოლო ოდისეა აღწერს ერთ-ერთი ბერძენი ლიდერის ოდისევსის შინ დაბრუნების თავგადასავალს. ამ ისტორიის დანარჩენი ნაწილი, სხვადასხვა ვერსიაში, აღწერეს გვიანდელმა ბერძენმა პოეტებმა და რომაელმა პოეტმა ვირგილიუსმა მის ენეიდაში.
დღის სურათი
სიახლეები
დიდი ბარიერული რიფი
- ძვ. წ. 1184 : ტროის ომში ქალაქი ტროა მიწასთან გაასწორეს, ერატოსთენეს გამოთვლით.
- 1125 : აზაზის ბრძოლაში ჯვაროსნებმა სელჩუკები დაამარცხეს.
- 1770 : ინგლისელი მკვლევარი ჯეიმზ კუკი დიდ ბარიერულ რიფზე (სურათზე) გაირიყა.
- 1788 : რუსი მკვლევარი გერასიმ იზმაილოვი ალასკას აღწევს.
- 1901 : ახალმა ზელანდიამ კუკის კუნძულების ანექსია მოახდინა.
- 1937 : დიდი წმენდა: მარშალი მიხეილ ტუხაჩევსკი და წითელი არმიის რამდენიმე უმაღლესი ოფიცერი დააპატიმრეს ტროცკისტების ანტისაბჭოთა სამხედრო ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით.
იცით თუ არა, რომ?
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
უილიამ პიტი
- ნორმან ეინჯელი არის ერთადერთი ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელმაც ჯილდო წიგნის გამოცემისთვის მოიპოვა.
- იოანე II პირველი პაპი იყო, რომელმაც სახელი შეიცვალა პაპად არჩევის შემდეგ.
- უილიამ პიტი (სურათზე) დიდი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრია, 1783 წელს თანამდებობის დაკავების მომენტში იგი 24 წლის იყო.
- მეტამორფოზის ბოლო სტადიაზე (იმაგო) ერთდღიურები არ იკვებებიან და ცოცხლობენ ცოტა ხანს — რამდენიმე საათიდან ერთ ან რამდენიმე დღემდე.
- ჰაიტის პრეზიდენტი ჟან-კლოდ დიუვალიე მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტად ითვლება, მან თანამდებობა 19 წლის ასაკში დაიკავა.
- ზღვის მამლებს მკერდის წინა 3 სხივი თითისებრ გამონაზარდებად აქვთ გარდაქმნილი, რომელთა დახმარებითაც ფსკერზე ცოცავენ და საკვებს ეძებენ.