ფორმულა (ტელეკომპანია) (original) (raw)

ფორმულა
სლოგანი ნამდვილ ამბებს გაიგებთ ფორმულაზე
ქვეყანა საქართველო
მაუწყებლობის ზონა საქართველო, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი აფრიკა, ჩრდილოეთი ამერიკა, სამხრეთი ამერიკა
დაფუძნდა 19 ივლისი, 2019
დამფუძნებელი ფორმულა კრეატივი[1]
მფლობელი დავით კეზერაშვილი (51%), მიშა მშვილდაძე (12,25%), ირაკლი საღინაძე (12,25%), ზურაბ გუმბარიძე (12,25%), გიორგი ლიფონავა (12,25%)
ხელმძღვანელ(ებ)ი ზურაბ გუმბარიძე[2] (გენ. დირექტორი)
საიტი formula.ge formulanews.ge businessformula.ge

ფორმულა — კერძო ტელეკომპანია საქართველოში. დაფუძნდა 2019 წელს, თბილისში. მაუწყებლობა 2019 წლის პირველ ოქტომბერს, თბილისის დროით, 08:00 საათზე დაიწყო.[3]

სამაუწყებლო კომპანიის სატელევიზიო ბადე მოიცავს საინფორმაციო, ანალიტიკურ, შემეცნებით და გასართობ პროგრამებს. არხზე გადის რეიტინგული ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ და ფორმულა კრეატივის დრამა „თესეა“.[4]

„ფორმულა“ მაუწყებლობით ფარავს მთელს საქართველოს; არხის მოძებნა შესაძლებელია თანამგზავრზე და თითქმის ყველა ადგილობრივ საკაბელო ტელევიზიაში. ტელეკომპანიის რეიტინგებს ზომავს TV MR GEORGIA.

2022 წლის მაისის მონაცემებით, ფორმულაში 720 ადამიანია დასაქმებული. ასევე, 44 ადამიანია დასაქმებული ფორმულას კონტრაქტორ კომპანია „დროებაში“, ხოლო კონტრაქტორ კომპანია „კომედი ჯგუფში“ — 54. გარდა ამისა, ფორმულას მედიის სკოლიდან ტელეკომპანიაში სტაჟირებას ამ დროისთვის 7 სტუდენტი გადის.

შპს „ფორმულა“ 2019 წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა, 2020 წლის 29 აგვისტოს კი საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ კომპანიას სამაუწყებლო კომპანიას ავტორიზაცია მიანიჭა.

„ფორმულას“ გენერალური დირექტორია ზურაბ (ზუკა) გუმბარიძე, მოადგილები — გიორგი თარგამაძე,[5] სოფია ბრიტანჩუკი და ლევან ლომინაძე.

ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის (51%) მფლობელი იყო დავით კეზერაშვილი,[6] ხოლო 49% თანაბრად ნაწილდებოდა „ფორმულა კრეატივის“ დამფუძნებლებზე: მიშა მშვილდაძე (12,25%), ირაკლი საღინაძე (12,25%), ზურაბ გუმბარიძე (12,25%) და გიორგი ლიფონავა (12,25%).

2023 წელს BBC-ის ამ ჟურნალისტური გამოძიების („თაღლითობის გლობალური ქსელი“) გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში „ფორმულას“ 51%-ის მფლობელმა დავით კეზერაშვილმა თქვა, რომ მზად იყო უარი ეთქვა ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტზე და წილის ნახევარი დაუყოვნებლივ გადაეცა კოლექტივსთვის, რათა „აეწია სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასა“. ბრიტანელი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, როგორ აღმოაჩინეს, რომ იმ საერთაშორისო თაღლითური ჯგუფების კვალი, რომლებიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგებს ითვისებდნენ, „ბატონ ოფშორთან“, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან მიდიოდა (იხ. „ქოლცენტრების საქმე“).[7]

2020 წლის ნოემბრიდან ტელეკომპანია ფორმულა თანამშრომლობს Edison Research-თან, რომელსაც, ასევე, უკვეთავენ კვლევებს: ABC News, CBS News, CNN, NBC News, Fox News და Associated Press.

2020 წლის 1 ოქტომბერს ტელეკომპანია ფორმულა Bloomberg-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა. ამ ხელშეკრულების გაფორმებით, ფორმულას მიეცა შესაძლებლობა, ქართულ ენაზე გაავრცელოს ბლუმბერგის კონტენტი. ამერიკულ კომპანიასთან თანამშრომლობით, ფორმულას ეთერში ამჟამად 2 გადაცემა გადის: ერთი უშუალოდ ფინანსების, ბიზნესისა და ტექნოლოგიებზე საკითხებზე, ხოლო მეორე - მსოფლიო პოლიტიკაზე.

2020 წლის დეკემბერში ტელეკომპანია ფორმულამ თანამშრომლობა დაიწყო დოიჩე ველესთან, რის შედეგადაც 2021 წლის იანვრიდან ფორმულა შაბათ-კვირას, დილის ეთერში, მაყურებელს ქართულ ენაზე სთავაზობს გერმანული Deutsche Welle-ს შემდეგ სატელევიზიო პროდუქტებს: არტი, გლობალ 3000, ევროპა ფოკუსში, ევრომაქსი და პოლიტნაკრძალი.

ფორმულა თანამშრომლობს კინომწარმოებელ კომპანია სონი ფიქჩერსთან და ბრაზილიურ სამაუწყებლო კომპანია გლობოსთან, ასევე, სატელევიზიო სერიალებზე მომუშავე თურქულ კომპანიებთან. ტელეკომპანია მაყურებელს მხოლოდ ლიცენზირებულ და ქართულ ენაზე გახმოვანებულ ფილმებს/სერიალებს სთავაზობს.

2021 წლის თებერვალში ტელეკომპანია ფორმულამ და კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შეთანხმების ფარგლებში კოკა-კოლა ტელეკომპანია ფორმულას რამდენიმე პროექტთან თანამშრომლობს, მათ შორის: ბიზნესი ბლუმბერგთან ერთად, სამზარეულოს ომები, ჩემი ცოლის დაქალები და კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან ერთად.

  1. „"ფორმულა კრეატივი ადასტურებს, რომ ტელევიზიას ქმნის“. მედია. ON.GE ON.GE. 2019-08-01. ციტირების თარიღი: 2019-08-01.
  2. „"კეზერაშვილის დაფინანსებული ტელევიზიის დირექტორი ზუკა გუმბარიძე იქნება“. ახალი ამბებია. NETGAZETI.GE ნეტგაზეთი. 2019-08-02. ციტირების თარიღი: 2019-08-02.
  3. „"„ფორმულა“ მაუწყებლობას 1 ოქტომბერს დაიწყებს“. საზოგადოება. ქეთი გიგოლაშვილი ფორტუნა. 2019-08-29. ციტირების თარიღი: 2019-08-29.
  4. „"ყველასთვის საყვარელი სერიალი გახდება — ფორმულა კრეატივის არხზე ჩცდ-სთან ერთად ახალი სერიალიც გავა“. მედია, ტელევიზია. ON.GE ON.GE. 2019-08-29. ციტირების თარიღი: 2019-08-29.
  5. „"გიორგი თარგამაძე „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა“. მედია. პუბლიკა პუბლიკა. 2020-02-04. ციტირების თარიღი: 2020-02-04.
  6. „"კეზერაშვილი TV ფორმულას წილის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა“. ახალი ამბებია. დათო ქოქოშვილი ნეტგაზეთი. 2019-09-05. ციტირების თარიღი: 2019-09-05.
  7. „კეზერაშვილს ვადაგასული ქართული დოკუმენტები აქვს - მაშ როგორ გადასცემს ის წილს "ფორმულის" თანამშრომლებს?“. რადიო თავისუფლება. 27 აპრილი, 2023. ციტირების თარიღი: 27 მაისი, 2023.
საქართველოს ტელეარხები
თბილისი აგრო TV არტარეა ახალი საქართველო ბასტი ბუბუ დარდიმანდი TV ენკიბენკი ერთსულოვნება ვინილი TV იმედი იბერია კავკასია კომედი არხი ლილო TV მაესტრო მარაო მაესტრო 24 მესამე პირველი არხი — განათლება მეცხრე არხი მზე მთავარი არხი მომავალი TV ობიექტივი პირველი არხი პირველი სტერეო პირველი კავკასიური პულსი რუსთავი 2 საქართველო სდასუ TV სტუდია რე ტაბულა ფორმულა ქართული არხი ქართული TV ცისარტყელა ხარისხის არხი Discover Georgia FOOD TV GEO GDS GG TV GMC HI TV Mall TV Music Box თბილისი MYVIDEO TV O2 PalitraNews PKTV Real TV Region TV Rugby TV Silk უნივერსალი SHONI TV Starvision Stereo + Tiflis TV Vip TV TOK TV TV 3 TV 4 TV 8 TV 11 TV 24 TVMax TV SPORT TV პირველი
აჭარა აჭარის ტელევიზია ტელეარხი 25 ბათუმი TV TV 12 TV ERA
გურია გურია
იმერეთი არგო ზარი იმერვიზია მეგა TV რიონი რიონი 2
კახეთი გურჯაანი თანამგზავრი თვალი სამება L-TV TV-1
მცხეთა-მთიანეთი დუშეთი
სამეგრელო-ზემო სვანეთი ეგრისი კოლხეთი მეცხრე ტალღა ოდიში სამეგრელო ჯიხა
სამცხე-ჯავახეთი ბორჯომი ფარვანა ATV 12
ქვემო ქართლი მარნეული მე-12 არხი ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია მარნეული TV V არხი
შიდა ქართლი დია თრიალეთი