შიდა ქართლის რეგიონალური პორტალი (original) (raw)
არქიტექტურული ძეგლები
შიდა ქართლის ღირსშესანიშნაობები:
უფლისციხე - კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. არსებობდა ძვ.წ. IV საუკუნეში. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით 10 -კმ-ზე. მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. წერილობით წყაროებში პირველად -VII ს-ში მოიხსენიება.
![]() |
![]() |
---|
სამთავისი - XI ს. ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი-გუმბათოვანი ტაძარი. გამოირჩევა თავისი ულამაზესი ჩუქურთმებით. სამთავისის არქიტექტურისა და დეკორატიული დამუშავების გავლენას დიდხანს განიცდიდა ქართული ხუროთმოძღვრება.
ურბნისი - სოფელი ქარელის რაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. აშენებულია ანტიკური და ადრინდელი შუა საუკუნეების ურბნისის ნაქალაქარის ადგილზე. წერილობით წყაროებში ძვ. წ. IV ს. შუა წლებში ქალაქად მოიხსენება. ურბნისი ძველი ქართული კულტურის კერა იყო. აქ V-VI ს-ში აშენებულ იქნა დიდი სამნავიანი ბაზილიკა.
გორის ციხე - ისტორიული ციხესიმაგრე გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბოეცვზე. ჩრდილო ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, ხოლო მის გარშემო მოსახლეობა ყოფილა. გორის ციხედ წყაროებში პირველად XIII ს. მოიხსენიება. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა. მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტიკურ ბატონობას მთელს შიდა ქართლზე. საუკუნეების მანძილზე გორის ციხე არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. დღევანდელი სახე ციხემ 1633 წელს მიიღო. იგი შემდგომში სფუძვლიანად შეაკეთა ერეკლე II
![]() |
![]() |
---|
ყინწვისი - სოფელი ქარელის რაიონში. სოფლიდან 10 კმ. მანძილზე არის სამონასტრო ანსამბლი, რომლის ნაგებობიდან დრემდე შემორჩა წმინდა ნიკოლოზის XII საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი.
![]() |
![]() |
---|
ქვათახევი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს კასპის რაიონში სოფელ კავთისხევთან 7 კმ-ზე. აგაბულია XII-XIII სს. არქიტექტურით ახლოს დგას ბეთანიის ტაძართან და მიეკუთვნება იმ ძეგლთა ჯგუფს, რომლებშიც საბოლოოდ დამუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური ფორმები.
ატენის სიონი -VII ს. ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ატენის ხეობაში გორიდან 10 კმ-ზე. ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანია.
![]() |
![]() |
---|
![]() |
![]() |
---|
გარდა ზემო აღნიშნულისა შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებობს სხვა უამრავი არქეოლოგიის, ისტორიის და კულტურის ძეგლები შიდა ქართლის რეგიონში
ქ. გორის და გორის რაიონი
ი. ბ. სტალინის სახლ-მუზეუმი, ი.ბ. სტალინის ძეგლი, ღვთისმშობლის ეკლესია, ლომჭაბუკის ძეგლი, ერეკლეს აბანო, ბარათაშვილის ძეგლი, დანახვისის წმ. გიორგის ეკლესია, ღვთისმშობლის მცირეგუმბათოვანი ეკლესია, ბერების საცხოვრებელი, ატენის ციხე (დიდი ატენი), კვირაცხოვლის ეკლესია, ქვევრები, საცავები (დიდი ატენი), ვერეს მონასტერი (ველები), მთავარანგელოზის ეკლესია (ზემო ნიქოზი), იკორთა (არცევი), ბელოთის ეკლესია და სამრეკლო (ბელოთი), ი.გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი (ვარიანი), სამაროვანი (საქაშეთი).
ქ. კასპი და კასპის რაიონი.
თევდორეს ეკლესია და ციხე -გალავანი, გამოქვაბულის ეკლესია კასპში (ს) და მისი ფრესკა, არსენას გამოქვაბული, სამთავისის ტაძარი, ამილახვრიანთ ციხე-კოშკი, სხვილოს ციხე, ამილახვრიანთ აბანი (ს), ორბელიანთ სასხლე მუზეუმი ლამისყანაში, მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი, მარშლიანთ სასახლე ახალქალაქში, ფავნისი, ერთაწმინდის ტაძარი, ცხირეთის ციხე, სააკაძის კოშკი. სააკაძის დარბაზი, ჯავახიანთ ანუ დრისის ციხე, კვართის ეკლესია ხოვლეში, იის ციხე ხოვლის მახლობლად, ჩაჩუბეთის ეკლესია, რკონის სამონასტრო ანსამბლი, გოსტიბის სამების ეკლესია, ელიქარის ნიში, ქვ.ხანდაკის კოშკი,კავთა, მაღალაანთ კოშკი, უძველესი აფთიაქი მაღალაანთ კოშკის მახლობლად, გომიჯვრის კოშკი, გუდალეთის ღვთისშობლის ეკლესია და ციხე-კოშკი, ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი, ბოტისის სასაფლაო, ციხეგორა, ხოვლეგორა, კასპის სამაროვანი, ივ. ჯავახიშვილის სახლი ხოვლეში, ეკატერინე გაბაშვილის სახლი ახალქალაქში
ხაშური და ხაშურის რაიონი
ულუმბა, წრომის ტაძარი, ხცისის ეკლესია, იტრიის დედათა მონასტერყ, სურამის კვირაცხოვლის ეკლესია, სურამის ციხე, ბულბულის ციხე, ალის ციხე, ძამის ციხე, ნაბახტევის ციხე, ქვიშხეთის კოშკი, ფერიცვალების კოშკი, ტაშისკარის კოშკი, ტეზრის კოშკი, ხაშურის კოშკი, იტრიის კოშკი, გომის კოშკი, ყელეთის კოშკი, ულუმბის მამათა მონასტერი, ცხრამუხის სამების ეკლესია, მხართმცოდნეობის მუზეუმი, ნაბახტევი, წაღვლის არქეოლოგიური ძეგლები.
1. იოანე ნათლისმცემელის სახელობის ეკლესია (ხაშური) - აშენებულია 1911წ. ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა. ნაშენია აგურით. საკურთხეველი ხის კანკელითაა გამოყოფილი გუმბათის სახურავი პირამიდულია. მის წვერზე ხახვის ბოლქვის ფორმის პატარა გუმბათით დასრულებული პრიზმისებური სვეტია აღმართული. ეკლესია შიგნით და გარეთ შეთეთრებულია.
2. წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (ხაშური) - ეკლესია აშენებულია -XVI-XVII სს-ში შეკეთებულია გვიან ფეოდალურ ხანაში. დარბაზულია (10,46მ). ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ფასადებზე მკაფიოდ ჩანს დიდი ნატეხი ქვით ნაწყობი ორი პარალელური სარტყელი. კედელი მიწიდან სარტყელამდე რიყის ქვისაა, ხოლო მის ზემოთ ნატეხი ქვის. აღ. და დას. ფასადებზე სარკმლებს ზემოთ გამოყვანილია თითო ჯვარი
3. ციხე-კოშკი (ხაშური) - არქიტექტურული ძეგლი აგებულია XVIIIსს-ში რესტავრირებულია 1959 წელს.(პირველად). მეორედ 1999 წ. ოთხსართულიანია (დიამეტრი 9მ). ცილინდრული. ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა, მიწიდან 3 მ სიმაღლეზე. კარი თაღოვანია. შესასვლელის თავზე, აგურის წყობაში ცისფერი მოჭიქული ქვებით გამოყვანილია ჩაღრმავებული ჯვარი. სართულები ერთმანეთს კედელში დატანებული კიბით უკავშირდება
4. ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი (სურამი) -არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს იტრიის სამხ-დას ნაწილში, თარიღდება -XVI-XVIIსს-ში. შეკეთებულია XIX სს-ში. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ტაძარი, სამრეკლო და გალავანი. ღვთისმშობლის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა(19,9513,3მ).
5. გუმბათოვანი ეკლესია სამრეკლო (წმინდა გიორგის ეკლესია) (სურამი) - არქ. ძეგლი დგას დაბის ჩრდ-აღ. ნაწილში თარიღდება - XVII-XIXსს. 1968 წელს ძეგლს ჩაუტარდა რესტავრაცია. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია (11,517,2) ეკლესიის ინტერიერი შელესილი და მოხატულია
6. ლესია უკრაინკას სახ. მუზეუმი-ბიბლიოთეკა და ძეგლი (სურამი) - ისტორიული მონუმენტური ძეგლი. ლარისა კოსაჩი (1871-1913) ავადმყოფობის გამო1913 წლის ივნის-ივლისში სურამში ცხოვრობდა. 1952 წელს გაიხსნა მისი სახ. ძეგლი. ძეგლის ავტორია თ. აბაკელია.
7. სურამის ციხე - არქიტექტურულ-ისტორიული ძეგლი მდებარეობს დაბის სამხრეთით მდ. სურამულას ნაპირზე. კომპლექსში შედის გალავანი, ციხე, წმ. გიორგის ეკლესია, სასახლე. ციხე აგებულია - XII-XIIსს-ში. კაპიტალურად შეკეთდა XVI სს-ში. როგორც სტრატეგიული პუნქტი მოხსენიებულია 1625 წელს. სააკაძემ გაამაგრა ირანელთაგან თავის დასაცავად. 1791 წელს აქ რუსის გარნიზონი ჩააყენეს. ციხის ფართობი 1200მ2 (არასწორი მრავალგვერდაა).
8. კვირაცხოველის ეკლესია (სურამი) - არქ. ძეგლი მდებარეობს დაბის ჩრდ-დასავლეთით. აგებულია 1998 წელს.
9. დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი (ქვიშხეთი) - ისტ. ძეგლი მდებარეობს სოფ. ქვიშხეთში. აგებულია - სს, სახლი ორსართულიანია, მეორე სართული შემკულია ხის ჭვირული ორნამენტებით,1933 წელს სახლი გადაეცა მწერალთა კავშირს. ამჟამად დ. ყიფიანის სახლ-მუზეუმი.
10. წრომის ტაძარიარქიტექტურულ-მონუმენტური ხელოვნების ძეგლი მდებარეობს სოფელში. ძეგლი აგებულია 626-635 წლებში; (ერისმთავარ სტეფანოზ დაკვეთით) ტაძარი რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა XI-XII საუკუნეებს შორის და XVI-XVIIსს შორის 1731 წელს ლეკთა შემოსევის დროს დაინგრა გალავანი, 1940 წელს მიწისძვრამ დააზიანა ტაძრის მნიშვნელოვანი ნაწილი. სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა 1949, 1974,1975 წლებში. ტაძარს დაადგეს ხის გუმბათი. ტაძრის საკურთხევლის კონქი შემკული იყო მოზაიკით, უმეტესი ნაწილი განადგურებულია
11. ნათლისმცემლის ეკლესია (წვიმოთის ეკლესია) (სოფ. ხცისი) - არქ. ძეგლი დგას სოფლის სახმრეთ-აღ-თით ხცისიდან 1,5კმ-ძე, აშენებულია 1002 წელს; ფეოდალ ანანია მთავარეპისკოპოსის დროს. დარბაზულია (4,315,5მ), მინაშენებიანდა; ნაგებია მოყვითალო და მონაცისფრო ქვიშა კადრ-ებით. მინაშენია სამკვეთრო და კარიბჭე; აღმოსავლეთ ფასადზე ასომთავრული წარწერაა (საინტერესო ჩუქურთმები)
12. დედაღვთისა (სოფ. ალი)თარიღდება გვიანი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (96,2მ.) ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით. გადახურულია შესასვლელი სამხრეთიდანაა. ერთი სარკმელი საკურთხეველშია, მეორე ჩრდ.კედელში.
13. კვირაცხოვლის ეკლესია (სოფ. ალი) - ძეგლი აშენებულია 1810 -20 წლებში. 1977 წ. იგი ადგ. მოსახლეობას შეუკეთებია. ეკლესია გუმბათოვანია (14,3510,62მ.). ნაგებია აგურთა და რიყის ქვით. სამხრეთ-დასავლეთით აქვს მინაშენი. იგი გუმბათოვანია, ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის თავზე დიდი რელიეფური ჯვარია გამოსახული.
ქ. ქარელში და ქარელის რაიონი
აბისის ციხე-დარბაზის კომპლექსი, არადეთის ციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, ატოცის ღვთისმშობლის ეკლესია, ბერძენაულის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია კოშკით, ბრეძის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, გვირძინეთის კოშკი, დედოფლის მინორი არქეოლოგიური და არქიტექტორული ძეგლები,დირბის ციხე-დარბაზი და ღვთისმშობლის ეკლესიის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, კოდმანის კოშკი, ორთუბანის მძოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსი, მუხილეთის ციხის კომპლექსი, რუისის ღვტისმშობლის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, სამწევრისის ციხე-დარბაზის კომპლექსი, ტყემლოვანის გუგომის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, ფცას კოშკი, ყინწვისის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, უამრავი ნამოსახლარები და სხვა