ქ. მანია. იაკობ გოგებაშვილი და ქართველობა ბეჭდური მედიის რეპრეზენტაციით. Iakob Gogebashvili and Georgianness With the representation of the Print Media (original) (raw)
XIX ს. II ნახევარი, როდესაც ი. გოგებაშვილი გამოდის სამოღვაწეო ასპარეზზე, დიდი განსაცდელის ხანაა ქართული იდენტობისთვის. რუსული მმართველობა გადაშენებით ემუქრებოდა ყოველივე ქართულს – ენას, მამულს, რწმენას, კულტურას, ტრადიციას. კოლონიალურმა პოლიტიკამ დიდი გავლენა მოახდინა ეროვნულ ცნობიერებაზე – მკვეთრად დაეცა ქართველთა თვითშეგნება, იმდენად, რომ პირად ინტერესს ყოველგვარ საზოგადო საქმეზე მაღლა აყენებდა და საერთო ეროვნული საკითხის გარშემო ერთობის შედგენა ურთულეს საკითხს წარმოადგენდა. ასეთ ვითარებაში ქართული ინტელიგენციის უმთავრესი საზრუნავი გახდა საკუთარი იდენტობის დაცვა. ქართველმა სამოციანელებმა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით ბეჭდური მედია იდეოლოგიური ბრძოლის იარაღად აქციეს და მისი საშუალებით დაიწყეს აქტიური პროპაგანდა ეროვნული სულისკვეთების მკითხველთა ერთობის შესაქმნელად. ი. გოგებაშვილის მდიდარი პუბლიცისტური მემკვიდრეობა არსებითად მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს. პუბლიკაციები შეეხება ისტორიას, ლინგვისტიკას, პედაგოგიკას. ყურადღება გამახვილებულია ეკონომიკურ თუ სოციალურ პრობლემებზეც, ვინაიდან სოციალური თუ ეკონომიკური საკითხების გადაჭრა მნიშვნელოვანი იყო ეროვნული საკითხების გადაწყვეტის გზაზე. ეს პუბლიკაციები გამოქვეყნებულია იმდროინდელ ბეჭდურ მედიაში („დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი’’, „მოამბე“,„კვალი“, „საქართველო“, „წყარო“, „ისარი“, „განათლება“, „შრომა“, „სახალხო გაზეთი“, „მეგობარი“, „Тифлисский Вестник“, „Новое Обазрение“ ...). ნაშრომში წარმოდგენილია ი. გოგებაშვილის სამაგალითო ღვაწლი ქართველობის შენარჩუნებისათვის ბეჭდური მედიის რეპრეზენტაციით. გამოკვლევა შედგება შესავლის, ექვსი თავისა და ბოლოთქმისგან, რომელშიც მასალის ანალიზი მოცემულია განსხვავებული მეთოდოლოგიური მიდგომით ეთნოსიმბოლისტური პარადიგმის ფარგლებში, ძირითადი აქცენტები გაკეთებულია საზოგადოებრივ აღქმებზე, გრძნობებზე, სიმბოლოებზე, ღირებულებებზე. ი. გოგებაშვილი ინტენსიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში. იგი იდგა ყოველგვარი ეროვნული საქმის სათავეში. მთელი თავისი ცხოვრება ზრუნავდა ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე, შეუპოვრად იბრძოდა სიტყვით თუ საქმით ქართული მიწა-წყლის, ქართული ენის, სარწმუნოების დაცვა-შენარჩუნებაზე. მომავლის საერთო რწმენის შექმნის მიზნით ცდილობდა წარსული ისტორიული მეხსიერების ხალხში გააქტიურებას. წარსული სიდიადის იდეალიზაციით აწმყოში მომავალს ქმნიდა. ნაშრომში წარმოდგენილი მრავალრიცხოვანი მასალის განხილვის საფუძველზე შეიძლება აღინიშნოს, რომ იაკობ გოგებაშვილის პუბლიცისტურმა წერილებმა დიდწილად შეუწყო ხელი ეროვნული სენტიმენტების გაღვივება-გაძლიერებას, ინდიფერენტულ ქართულ საზოგადოებაში მოქალაქეობრივი ვალდებულების გრძნობის აღძვრას და ეროვნული იდეის გარშემო ქართული ერთობის შექმნას. ი. გოგებაშვილი იყო საზოგადო საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულით გამსჭვალული მამულიშვილი და ჭეშმარიტი ერისკაცი, სამაგალითო ქართველი. Second part of the XIX century, when I. Gogebashvili comes out to the sphere of action, it is the time of great ordeal for Georgian identity. The Russian government threatened the extinction of everything Georgian - language, motherland, culture, tradition. Colonial policy had a profound effect on national consciousness - the self-awareness of Georgians fell sharply so much that it put personal interest above all public affairs, and the formation of unity around a common national issue was the most difficult issue. In such situation, the main concern of the Georgian intelligentsia was to protect their identity. ‘The Men of the 60s’ led by Ilia Chavchavadze turned the print media into a tool of ideological struggle and through it began active propaganda to create a unity of readers of national spirit. I. Gogebashvili’s rich publicist legacy essentially encompasses all areas of public life. Publications are about history, linguistics, pedagogy. The attention is paid on economic or social problems, as social and economic issues were important on the way to resolving national issues. These publications are published in the print media of the time (“Droeba”, “Iveria”, “Cnobis furceli”, “Moambe”, “Kvali”, “SaqarTvelo”, “Isari”, “Ganatleba”, “Saxalxo gazeti”, Shroma”, “Megobari”, “Tifliski vestniki”, “Novoe obozrenie”…) . The paper presents I. Gogebashvili's exemplary merit for the preservation of Georgianness with the representation of the print media. The research consists of an introduction, six chapters, and an afterword, in which the analysis of the material is given in a different methodological approach within the ethno-symbolic paradigm . The main emphasis is on public perceptions, feelings, symbols, values. I. Gogebashvili was intensively involved in the national movement. He was in charge of all national affairs: collecting samples of folk literature, publishing children's magazines, translating folk songs on the sheet music, establishing public and agricultural schools, Georgian public universities or reading rooms. I. Gogebashvili is the founder of Georgian national pedagogy and Georgian children's litera-ture. He composed Georgian and Russian language textbooks. He was one of the initiators of the "Society for the Spreading of Literacy among Georgians" and a member of the board of the society since 1879. He greatly helped the society from the income of his sold books. It did not hesitated funds for public education. He helped materially poor students, as well as public figures - teachers, poets, writers, who made a great contribution to public education. Before his death, he donated his property to the ‘Literacy Society’. Throughout his life he took care of the welfare of the Georgian people, fought tirelessly to protect and preserve the Georgian land, the Georgian language and the faith. In order to create a common belief in the future, he tried to activate the historical memory of the past among the people. By idealizing the greatness of the past, he created the future in the present. Based on the review of numerous materials presented in the book, it can be noted that Iakob Gogebashvili's publi-cist letters greatly contributed to the awakening and streng-thening of national sentiments, aroused a sense of civic obligations in indifferent Georgian society and created Geor-gian unity around the national idea. I. Gogebashvili was a true patriot imbued with boundless love for social affairs and a true layman, an exemplary Georgian.