Ketevan Mania - Academia.edu (original) (raw)

Papers by Ketevan Mania

Research paper thumbnail of ქართული წყაროთმცოდნეობა N17–18

თბილისი : უნივერსალი, 2015

Research paper thumbnail of ქართული წყაროთმცოდნეობა N12

avaliani avaliani avaliani gorgona meduza vanis naqalaqaris gorgona meduza vanis naqalaqaris gorg... more avaliani avaliani avaliani gorgona meduza vanis naqalaqaris gorgona meduza vanis naqalaqaris gorgona meduza vanis naqalaqaris gorgona meduza vanis naqalaqaris konteqstSi? konteqstSi? konteqstSi? konteqstSi? 1 ix. tabulebze gamotanili artefaqtebi. 2 avtori miTs ukeTebs erTgvar interpretacias da dasZens, rom, zogierTi mecnieris azriT, persevsi miTSi mzis RmerTs gamoxatavs, xolo gorgona meduza ki, mTvaris RvTaebaa

Research paper thumbnail of ქართული წყაროთმცოდნეობა N15-16

would like to ask colleagues provide all accessible for them information on scientific conference... more would like to ask colleagues provide all accessible for them information on scientific conferences and also book reviews. Both critical as well as descriptive reviews are welcomed. The last section is emotionally very charged part of our journal. At the same time it is full of facts being interesting from point of Georgian Source-Studies' developments. Several papers are devoted to the memory of the scholars with outstanding contribution in this field Revaz Kiknadze and Nodar Shoshiashvili. Colleagues, friends, disciples are recalling. The final paper of the volume is a memorial of Tsatsa Chkhartishvili-Doctor in History, research fellow at the Institute of History and Ethnology. In the paper is given analysis of the scientific contributions of the late scholar. An year does not even passed since Tsatsa's untimely death. With great pain in heart we are recalling attractive features of her personality: the kindness, devotion, honesty.

Research paper thumbnail of ქართული წყაროთმცოდნეობა N13-14

Research paper thumbnail of ქ. მანია. იაკობ გოგებაშვილი და ქართველობა ბეჭდური მედიის რეპრეზენტაციით. Iakob Gogebashvili and Georgianness With the representation of the Print Media

XIX ს. II ნახევარი, როდესაც ი. გოგებაშვილი გამოდის სამოღვაწეო ასპარეზზე, დიდი განსაცდელის ხანაა... more XIX ს. II ნახევარი, როდესაც ი. გოგებაშვილი გამოდის სამოღვაწეო ასპარეზზე, დიდი განსაცდელის ხანაა ქართული იდენტობისთვის. რუსული მმართველობა გადაშენებით ემუქრებოდა ყოველივე ქართულს – ენას, მამულს, რწმენას, კულტურას, ტრადიციას. კოლონიალურმა პოლიტიკამ დიდი გავლენა მოახდინა ეროვნულ ცნობიერებაზე – მკვეთრად დაეცა ქართველთა თვითშეგნება, იმდენად, რომ პირად ინტერესს ყოველგვარ საზოგადო საქმეზე მაღლა აყენებდა და საერთო ეროვნული საკითხის გარშემო ერთობის შედგენა ურთულეს საკითხს წარმოადგენდა. ასეთ ვითარებაში ქართული ინტელიგენციის უმთავრესი საზრუნავი გახდა საკუთარი იდენტობის დაცვა. ქართველმა სამოციანელებმა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით ბეჭდური მედია იდეოლოგიური ბრძოლის იარაღად აქციეს და მისი საშუალებით დაიწყეს აქტიური პროპაგანდა ეროვნული სულისკვეთების მკითხველთა ერთობის შესაქმნელად.
ი. გოგებაშვილის მდიდარი პუბლიცისტური მემკვიდრეობა არსებითად მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს. პუბლიკაციები შეეხება ისტორიას, ლინგვისტიკას, პედაგოგიკას. ყურადღება გამახვილებულია ეკონომიკურ თუ სოციალურ პრობლემებზეც, ვინაიდან სოციალური თუ ეკონომიკური საკითხების გადაჭრა მნიშვნელოვანი იყო ეროვნული საკითხების გადაწყვეტის გზაზე. ეს პუბლიკაციები გამოქვეყნებულია იმდროინდელ ბეჭდურ მედიაში („დროება“, „ივერია“, „ცნობის ფურცელი’’, „მოამბე“,„კვალი“, „საქართველო“, „წყარო“, „ისარი“, „განათლება“, „შრომა“, „სახალხო გაზეთი“, „მეგობარი“, „Тифлисский Вестник“, „Новое Обазрение“ ...).
ნაშრომში წარმოდგენილია ი. გოგებაშვილის სამაგალითო ღვაწლი ქართველობის შენარჩუნებისათვის ბეჭდური მედიის რეპრეზენტაციით. გამოკვლევა შედგება შესავლის, ექვსი თავისა და ბოლოთქმისგან, რომელშიც მასალის ანალიზი მოცემულია განსხვავებული მეთოდოლოგიური მიდგომით ეთნოსიმბოლისტური პარადიგმის ფარგლებში, ძირითადი აქცენტები გაკეთებულია საზოგადოებრივ აღქმებზე, გრძნობებზე, სიმბოლოებზე, ღირებულებებზე.
ი. გოგებაშვილი ინტენსიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში. იგი იდგა ყოველგვარი ეროვნული საქმის სათავეში. მთელი თავისი ცხოვრება ზრუნავდა ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე, შეუპოვრად იბრძოდა სიტყვით თუ საქმით ქართული მიწა-წყლის, ქართული ენის, სარწმუნოების დაცვა-შენარჩუნებაზე. მომავლის საერთო რწმენის შექმნის მიზნით ცდილობდა წარსული ისტორიული მეხსიერების ხალხში გააქტიურებას. წარსული სიდიადის იდეალიზაციით აწმყოში მომავალს ქმნიდა.
ნაშრომში წარმოდგენილი მრავალრიცხოვანი მასალის განხილვის საფუძველზე შეიძლება აღინიშნოს, რომ იაკობ გოგებაშვილის პუბლიცისტურმა წერილებმა დიდწილად შეუწყო ხელი ეროვნული სენტიმენტების გაღვივება-გაძლიერებას, ინდიფერენტულ ქართულ საზოგადოებაში მოქალაქეობრივი ვალდებულების გრძნობის აღძვრას და ეროვნული იდეის გარშემო ქართული ერთობის შექმნას.
ი. გოგებაშვილი იყო საზოგადო საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულით გამსჭვალული მამულიშვილი და ჭეშმარიტი ერისკაცი, სამაგალითო ქართველი.
Second part of the XIX century, when I. Gogebashvili comes out to the sphere of action, it is the time of great ordeal for Georgian identity. The Russian government threatened the extinction of everything Georgian - language, motherland, culture, tradition. Colonial policy had a profound effect on national consciousness - the self-awareness of Georgians fell sharply so much that it put personal interest above all public affairs, and the formation of unity around a common national issue was the most difficult issue. In such situation, the main concern of the Georgian intelligentsia was to protect their identity. ‘The Men of the 60s’ led by Ilia Chavchavadze turned the print media into a tool of ideological struggle and through it began active propaganda to create a unity of readers of national spirit.
I. Gogebashvili’s rich publicist legacy essentially encompasses all areas of public life. Publications are about history, linguistics, pedagogy. The attention is paid on economic or social problems, as social and economic issues were important on the way to resolving national issues. These publications are published in the print media of the time (“Droeba”, “Iveria”, “Cnobis furceli”, “Moambe”, “Kvali”, “SaqarTvelo”, “Isari”, “Ganatleba”, “Saxalxo gazeti”, Shroma”, “Megobari”, “Tifliski vestniki”, “Novoe obozrenie”…) .
The paper presents I. Gogebashvili's exemplary merit for the preservation of Georgianness with the representation of the print media. The research consists of an introduction, six chapters, and an afterword, in which the analysis of the material is given in a different methodological approach within the ethno-symbolic paradigm . The main emphasis is on public perceptions, feelings, symbols, values.
I. Gogebashvili was intensively involved in the national movement. He was in charge of all national affairs: collecting samples of folk literature, publishing children's magazines, translating folk songs on the sheet music, establishing public and agricultural schools, Georgian public universities or reading rooms. I. Gogebashvili is the founder of Georgian national pedagogy and Georgian children's litera-ture. He composed Georgian and Russian language textbooks. He was one of the initiators of the "Society for the Spreading of Literacy among Georgians" and a member of the board of the society since 1879. He greatly helped the society from the income of his sold books. It did not hesitated funds for public education. He helped materially poor students, as well as public figures - teachers, poets, writers, who made a great contribution to public education. Before his death, he donated his property to the ‘Literacy Society’.
Throughout his life he took care of the welfare of the Georgian people, fought tirelessly to protect and preserve the Georgian land, the Georgian language and the faith. In order to create a common belief in the future, he tried to activate the historical memory of the past among the people. By idealizing the greatness of the past, he created the future in the present.
Based on the review of numerous materials presented in the book, it can be noted that Iakob Gogebashvili's publi-cist letters greatly contributed to the awakening and streng-thening of national sentiments, aroused a sense of civic obligations in indifferent Georgian society and created Geor-gian unity around the national idea. I. Gogebashvili was a true patriot imbued with boundless love for social affairs and a true layman, an exemplary Georgian.

Research paper thumbnail of "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ისტორიოგრაფიული რეპრეზენტაცია. აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები. XIX_XX. 2020. თბილისი: მერიდიანი. გვ. 19-28.  http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/327842

აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები. XIX_XX., 2020

ნაშრომში წარმოდგენილია თხზულების კარდინალური პრობლემების შესწავლისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი დ... more ნაშრომში წარმოდგენილია თხზულების კარდინალური პრობლემების შესწავლისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვნი მასალის ანალიზი. სტატიაში განხილული მასალის საფუძველზე შეიძლება აღინიშნოს, რომ სპეციალისტთა განსაკუთრებული ინტერესი შეინიშნება ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიმართ მის შესახებ გამოთქმული პირველი შეხედულებებიდან მოყოლებული დღემდე. აღძრულ იქნა თხზულების შესწავლასთან დაკავშირებული ყველა არსებითი პრობლემა. თანდათან გაფართოვდა დასმული საკითხების წრე. გამოითქვა ახალი თვალსაზრისები ქრონოლოგიურ და ტექსტოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით. დაზუსტდა ზოგიერთი ადგილი, რამაც შესაბამისად კორექტივი შეიტანა თხზულების დაწერის თარიღთან დაკავშირებით. დაიწერა საგანგებო ნაშრომები. გამოიცა კრიტიკულად დადგენილი ტექსტები. განხორციელდა თარგმანები უცხოურ ენაზე. გამოირკვა, რომ ძეგლი წარმოადგენს ქართული მწერლობის იშვიათ ნიმუშს, რომელიც დიდი დახმარებას გვიწევს საქართველოს ისტორიის მთელი რიგი საკითხების გააზრებაში.

Research paper thumbnail of ქ. მანია. რელიგიური ისტორიული მეხსიერება აფხაზეთში. ეროვნული არქივის საერთაშორისო კონფერენციის კრებული. თბილისი. 2018. გვ. 291-297. https://archive.gov.ge/ge/sametsniero-publikatsiebi /erovnuli-arkivis-saertashoriso-konferentsiis-krebuli-2018-1

ეროვნული არქივის საერთაშორისო კონფერენციის კრებული. თბილისი. 2018. გვ. 291-297. https://archive.gov.ge/ge/sametsniero-publikatsiebi /erovnuli-arkivis-saertashoriso-konferentsiis-krebuli-2018-1

გამოკვლევაში ბეჭდური მედიის ანალიზით წარმოდგენილია ქართული ინტელიგენციის იდეოლოგიური ბრძოლა რელიგ... more გამოკვლევაში ბეჭდური მედიის ანალიზით წარმოდგენილია ქართული ინტელიგენციის იდეოლოგიური ბრძოლა რელიგიური იდენტობის გადარჩენისათვის. ერთი მხრივ, ბეჭდური მედიის საშუალებით აქტიურ საუბრებს მართავდნენ ქართველი პუბლიცისტები მკითხველებთან რელიგიურ ისტორიულ მეხსიერებაზე, მეხსიერების ადგილებზე და ქართული კულტურის ძეგლების, მათ შორის რელიგიური მეხსიერების ფაქტების აქტიური რეპრეზენტაციით, ადასტურებდნენ საერთო ქართული კულტურის ისტორიულ არსებობას აფხაზეთში. ამით ამსხვრევდნენ უცხო იდენტობის მიზნებს და ხელს უწყობდნენ მოსახლეობის გაერთიანებას ქართული კულტურის გარშემო. მეორე მხრივ, რელიგიური მეხსიერების და მეხსიერების ადგილების გადარჩენა/დაცვისთვის ბრძოლა უკავშირდებოდა სხვა იდენტობრივი მახასიათებლების, მაგალითად, ენობრივი იდენტობის გადარჩენისათვის ბრძოლას. ვინაიდან ენა არა მარტო კომუნიკაციის, არამედ მეხსიერების გავრცელების მთავარ საშუალებას წარმოადგენს, ამიტომაც დაიწყო შეურიგებელი ბრძოლა ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის დასაცავად.
ამგვარი აქტივობებით ბეჭდური მედია ცდილობდა ინდიფერენტული მოსახლეობის გამოფხიზლებას და საერთო დარაზმულობას რელიგიური იდენტობის დასაცავად.

Research paper thumbnail of ქ. მანია. „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ როგორც ეროვნული  მეხსიერების ადგილი (ბეჭდური მედიის რეპრეზენტაციით). ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები. XVII_XVIII. 2019. თბილისი: მერიდიანი. გვ.124-133.

ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები. , 2019

„წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, რომლის უმთავრეს ... more „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, რომლის უმთავრეს დანიშნულებას წარმოადგენდა ხალხში სწავლა-განათლების გავრცელება და მისი გონებრივად და ზნეობრივად განვითარება. ამავე დროს ზრუნავდა ქართული კულტურის (მწერლობის, თეატრის, მეცნიერების მუსიკის, მხატვრობის) დაცვა/განვითარებაზე, ასევე ეხმარებოდა მატერიალურად ხელმოკლე საზოგადო მოღვაწეებს თუ სტუდენტებს. ამგვარი მიზანდასახულობა აქცევდა „საზოგადოებას“ ეროვნული მეხსიერების გამორჩეულ ნიმუშად.
XIX ს-ის 80-იანი წლებიდან რუსული მმართველობის რეაქციის ხანაში ქართველთა დენაციონალიზაციისაკენ მიმართულ ღონისძიებებს, რომლის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენდა მეგრულ-სვანურ-აფხაზურ ენაზე სწავლებისა და წირვა-ლოცვის შემოღების მცდელობა სამეგრელო-სვანეთ-აფხაზეთის სკოლებსა და ეკლესებში, „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ ახალი მეხსიერების ადგილების შექმნით დაუპირისპირდა. „საზოგადოება“ ქმნიდა ისეთი მეხსიერების ადგილებს, რომლთა შექმნას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქართველობის შენარჩუნებისათვის. ამ მხრივ საყურადღებოა „საზოგადოების“ როლი ბიბლიოთეკა-წიგნთსაცავისა და მუზეუმის დაარსების საქმეში. „საზოგადოების“ ინიციატივით შექმნილმა ცენტრებმა დიდად შეუწყო ხელი ქართული კულტურის ნიმუშების გამოვლენა/დაცვა/შენახვას. ამდენად, „საზოგადოება“ გახდა ეროვნული თავშესაფარი, სადაც თავს იყრიდა ქართული კულტურის ნიმუშები.
„საზოგადოება“ გვევლინება ასევე, ქართული მეხსიერების დიდებული ადგილის სახელოვან მამულიშვილთა განსასვენებელი დიდუბის პანთეონის დაარსების ინიციატორად. „საზოგადოების“ მონდომებით და ძალისხმევით პანთეონი იქცა ქართველთათვის განსაკუთრებული მეხსიერების ადგილად – ქართველობის სიმბოლოდ.
წინამდებარე ნაშრომში ბეჭდური მედიის პუბლიკაციების მიხედვით ნაჩვენებია თუ როგორ შექმნა საზოგადოებამ ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში, „საზოგადოების’’ აქტიურობა რუსეთის ხელისუფლების დენაციონალური მეხსიერების ადგილების მსხვრევის და ახალი ეროვნული მეხსიერების ადგილების კრისტალიზაციის მიმართულებით.
„საზოგადოებამ“ მოახდინა ეპოქალური გარდატეხა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა განათლებული ქართული ერთობის შექმნაში. ამავე დროს „საზოგადოება“ გვევლინება ქართველობის დამცველად, ქართველობის შენარჩუნებისათვის მებრძოლ ინტელექტუალთა მეხსიერების ადგილად, სადაც ხდება კულტურული მეხსიერების ლოკალიზება.

Research paper thumbnail of ქ. მანია.  მამული, მამულიშვილობა, იდენტობა იაკობ გოგებაშვილის პუბლიცისტური წერილების მიხედვით. ქართული წყაროთმცოდნეობა. XIX-XX. 2017-2018. გვ. 94-103.

ქართული წყაროთმცოდნეობა, 2017

XIX ს-ის II ნახევარში რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ქართული იდენტობა – რუსული მმართველობა გა... more XIX ს-ის II ნახევარში რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ქართული იდენტობა – რუსული მმართველობა გადაშენებით ემუქრებოდა ყოველივე ქართულს – ენას, კულტურას, ტრადიციას.
ქართული ინტელიგენციის უმთავრეს საზრუნავს მამული და საკუთარი ვინაობის დაცვა წარმოადგენდა. ამ მიზნით აქტიური პროპაგანდა გაიმართა ბეჭდურ მედიაში. მედია ამ მასალებით საერთო სატკივარის გარშემო რაზმავდა მკითხველ ერთობას, აძლიერებდა მკითხველებში იდენტობის განცდას, მოუწოდებდა მათ ეროვნული იდეალებისთვის ბრძოლა-თავგანწირვისაკენ. აქტიურად ჩაება ი. გოგებაშვილი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
ნაციონალური ძალის საძირკველს წარმოადგენს ტერიტორია, მიწა-წყალი, მამული, სამშობლო. სამშობლო მიწა-წყალი, გარდა იმისა, რომ არის საარსებო ტერიტორია, ამასთან აქვს საკრალური მნიშვნელობა. იგი არის დიდებულ მამა-პაპათა სავანე. ამიტომაც ი. გოგებაშვილი უპირველესად მამულის დაცვაზე და ხალხში მამულიშვილური გრძნობის გაღვიძების აუცილებლობაზე აკეთებდა აქცენტს. ეროვნული გრძნობის გაძლიერება მისი შეხედულებით, შესაძლებელი იყო ჭეშმარიტი მამულიშვილების აღზრდით. აღნიშნული თვალსაზრისით კი უდიდეს კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენდა დიდი წინაპრების ზნეობრივი მაგალითების, სახელოვან მამულიშვილთა სასიკეთო საქმეების გამომზეურება და საზოგადოებისთვის მიწოდება-გაცნობა. წარსულის ღირსების გააქტიურებით საკუთარი ვინაობის დაცვისაკენ მოუწოდებდა თანამემამულეებს.
ი. გოგებაშვილი მიუთითებდა ერის კაცების სამაგალითო ღვაწლის შესაბამისი ღირსეული სახსოვრის დაწესების მნიშვნელობასაც. ამ მხრივ ხელს უწყობდა მათი სახელობის სტიპენდიის დაარსებას, მათდამი მიძღვნილი საღამოების გამართვას, მათი სახელის უკვდავსაყოფად სასულიერო და საერო მწიგნობრობის აღორძინებას.
ეხმარებოდა მატერიალურად ხელმოკლე საზოგადო მოღვაწეებსაც. ღირსეული მამულიშვილების გაფრთხილებით, მათდამი მკითხველებში სოლიდარობის გრძნობის გაღვივებით და დახმარების სურვილის აღძვრით ცდილობდა „მოწოდების კაცების“ საზოგადო საქმეში აქტიური ჩართულობა განეპირობებინა.
უყურადღებოდ არ რჩება ხალხის ცნობიერების ამაღლებაში სახალხო მასწავლებლების დამსახურება, მასწავლებლის პატიოსნური ღვაწლის ხაზგასმა, რათა გაუკუღმართებულ საგანმანათლებლო სისტემის პირობებში ნამდვილ მაგალითებად ქცეულიყვნენ და მისაბაძები გამხდარიყვნენ საზოგადოებისთვის.
საზოგადოების გონებრივი გამოფხიზლებისა და გრძნობათა გაკეთილშობილების მიზნით ი. გოგებაშვილი აქტიურ პროპაგანდას ეწეოდა სამკითხველოების გახსნა-გამრავლების მიმართულებით.
ამდენად, ი. გოგებაშვილმა მთელი თავისი ცხოვრება ქართველი ხალხის ნათელ მომავალზე, მისი ეროვნული და სოციალური ცხოვრების გაჯანსაღებაზე ზრუნვას მიუძღვნა. ჩვენი მშობლიური მიწა-წყლის, ქართული ენის შენარჩუნება-განვითარებისათვის ბრძოლით, წარსული ისტორიული მეხსიერების ხალხში გააქტიურებისა და მომავლის საერთო რწმენის შექმნით საზოგადოებრივი ერთობის ფორმირებას უწყობდა ხელს. იგი წარსული სიდიადის იდეალიზაციით აწმყოში მომავალს ქმნიდა.
ი. გოგებაშვილი იყო საზოგადო საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულით შეპყრობილი მამულიშვილობის, ჭეშმარიტი ერისკაცის განსახიერება.

Research paper thumbnail of Ketevan Mania. On Polish Identity in " Iveria ". Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies. Center for East European Studies University of Warsaw. 24. 2014. P. 203-221.

In nowadays generally accepted standpoint is that media plays major role in forming and developin... more In nowadays generally accepted standpoint is that media plays major role in forming and developing of cultural identities. At first print media encourages creating society of readers and then the large group of common interests i.e. nation. Hence media reflects not only process of national building, but accelerates it.
Iveria was one of the most influential Georgian periodicals in the second half of the nineteenth century and first decade of the twentieth century. It was targeted to making of the idea of Georgian nation. It is why in publications about Georgian history and culture the authors attempted to clarify essense of Georgianess and through this way to help to developing the process nation building . For this goal alongside with materials reflecting Georgian reality, Iveria used the examples of other peoples. Iveria had a permanent interest in life of Eurepean countries and USA The articles devoted to Poland and Polish national-liberation movement are especially numerous. If we consolidate the information provided by these articles, we will be able to display the whole story of Polish national identity formation.
The paper presents some articles devoted to Polish national identity with relevant commenatries and anayisis.

Research paper thumbnail of ქ. მანია. „ოსმალოს საქართველოს“ გამაჰმადიანების პროცესი და ქართული იდენტობა („ივერიის“ ზაქარია ჭიჭინაძისეული პუბლიკაციების მიხედვით.ზაქარია ჭიჭინაძის 160 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები. თბილისი. 2015. გვ. 60-79.

სტატიაში გაანალიზებულია ზ. ჭიჭინაძის ავტორობით გამოქვეყნებული „ოსმალოს საქართველოს“ გამაჰმადიანებ... more სტატიაში გაანალიზებულია ზ. ჭიჭინაძის ავტორობით გამოქვეყნებული „ოსმალოს საქართველოს“ გამაჰმადიანების ამსახველი „ივერიის“ პუბლიკაციები. ძირითადი აქცენტები გაკეთებულია სუბიექტივისტურ ფაქტორებზე – აღქმებზე, ღირებულებებზე, მახსოვრობებზე, სიმბოლოებზე.
XIX ს-ის 70-იანი წლები მნიშვნელოვანი პერიოდია ქართული ერთობის ისტორიის თვალსაზრისით. რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის შედეგად, მოხდა საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება – შემოუერთდა ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი ტერიტორია. პოლიტიკური გაერთიანების შემდგომ, დადგა ორი იმპერიული სახელმწიფოს გავლენის ქვეშ მყოფი ნაწილების საერთო მისწრაფებით შეკავშირების საკითხი. უმთავრესი, რასაც ხელი უნდა შეეწყო კულტურული ჰომოგენურობის თვალსაზრისით, იყო განათლების საკითხის მოწესრიგება ახლადშემოერთებულ ქართულ მოსახლეობაში. ამ მიზნით წინ წამოიწია იდენტობის მახასიათებლების – ისტორიული მახსოვრობის, ქართული ენის, ქართული ტრადიციების და ზნე-ჩვეულებების მნიშვნელობამ, რამაც განსაკუთრებული როლი შეასრულა იმპერიათა შორის დანაწილებულ ისტორიული ქართული მიწა-წყლის გასამთლიანებლად.
სწორედ აღნიშნული მიმართულებით გააჩაღა აქტიური მუშაობა ქართულმა ინტელიგენციამ ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, რომელთა შორის განსაკუთრებულია ზაქარია ჭიჭინაძის დამსახურება. ზ. ჭიჭინაძემ ურთულეს პერიოდში შემოიარა ახლად შემოერთებული ტერიტორია ქართული წიგნებით ხელში და დედაენის სიყვარულს უძლიერებდა ქართველ მაჰმადიანებს. ამ მოგზაურობის დროს აგროვებდა ყოველგვარ მასალას, რომელსაც შემდეგ ინტენსიურად აქვეყნებდა „ივერიის” ფურცლებზე, რათა ერთი მხრივ, თანაგრძნობა გაეღვივებინა ქართულ საზოგადოებაში და დიდი ეროვნული საქმისთვის კონსოლიდაცია მოეხდინა, მეორე მხრივ ეჩვენებინა „ივერიის“ მკითხველებისთვის თუ რამდენად მკვიდრად ცოცხლობდა ზემოთ აღნიშნული იდენტობრივი მარკერები „ოსმალოს ქართველებში“.
აღნიშნული აქტივობანი მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ეროვნული გრძნობის გაღვივება-გაძლიერებას და ახლადშემოერთებული ისტორიული მიწა-წყლის დანარჩენ საქართველოსთან კულტურული ჰომოგენიზაციის პროცესს.

Research paper thumbnail of DEDA ENA AS A SYMBOL OF GEORGIAN IDENTITY ACCORDING TO IAKOB GOGEBASHVILI'S LETTERS. Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies. Center for East European Studies University of Warsaw. 27. 2017. P.225-238.

Research paper thumbnail of ქ. მანია - აფხაზეთი და ქართული იდენტობა ივერიის პუბლიკაციების მიხედვით. ცხუმ-აფხაზეთის მეც. აკადემიის შრომები. IX-X. თბ: მერიდიანი. 2015. გვ. 97-129.

Research paper thumbnail of ქ. მანია - „ვეფხისტყაოსანი“ და ქართველთა ნაციონალური კონსოლიდაციის პროცესი. ლიტერატურული ძიებანი. XXXVI. 2015. გვ.101-110.

Research paper thumbnail of K. Mania. „The Knight in the Panther’s Skin“ and The Process of the Georgian National Consolidation. Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies. Center for East European Studies University of Warsaw. 25. 2015. pp. 73-85.

One of the significant characteristics of the process of national consolidation is to evoke socia... more One of the significant characteristics of the process of national consolidation is to evoke social interest towards the issues like a culture of unity. According to this, the research represents as a conclusion, it can be noted, that in point of view of marking cultural uniqueness in the Georgian media agency „Iveria” edited by I. Chavchavadze, conducted discussions: about „The Knight in the Panther’s Skin” national and mankind significance; about the lectures conducted in Russian; about women topic in „The Knight in the Panther’s Skin” (discussing the topic in the frames of historical context and representing historical women’s achievements in order to make modern women better); about epoch (progressing the works significance as a historical source, discussion about historical reality , reflected by artistic form). About author (certain attention will be paid to the common public events, conducted for Rustaveli’s monument); this discussions significantly supported strengthening the national love among Georgian readers and process of Georgians National consolidation.