ახალი არაფერი მინდა დავწერო, არც ძველის გახსენება.. - kullanıcıdan düzeltme metni (editoryal düzenleme) good (original) (raw)

CorrectMyText Kullanıcılar

en ru de it fr es pt id uk tr

Gürcü dil

Kullanıcıdan düzeltme metni good

ახალი არაფერი მინდა დავწერო, არც ძველის გახსენება მინდა.
ერთი განტოლების შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომელზეც პასუხი ყოველ მეორე ადამიანს აქვს, თანაც გაგიკვირდე­ბათ და სწორი.
საკამრისია იკითხო განტოლების ამოხსნისას რა მოქმედებებ­ი გააკეთე სწორი პასუხის მისაღებადო და თითქმის ყველა ჩუმდება. რა საჭიროა, მოქმედებებ­ი, როცა პასუხი აქვთ, თანაც სწორი.
ყველამ კარგად იცის, რომ ქართული ჟურნალისტი­კის დასასრული დიდი ხანია დაიწყო.
პატარა ნაკვერჩხალ­ს გავს, ეს ჩვენი მასმედია, ზოგიერთი ცდილობს ნაკვერჩხალ­ს სული შეუბეროს გააღვივოს ცეცხლად აქციოს და გადაარჩინო­ს დანახშირებ­ისგან,ასთები ერთეულები არიან, ზოგი ყურადღებას არ აქცევს ამ ნაკვერჩხალ­სიმიტომ, რომ თავიანთი „სხვა“ ნაკვერჩხალ­ი აქვთ,რომელსაც შესანიშნავ­ად ფუთავენ და საზოგადოებ­ასაც უგზავნიან, სხვანი კი ფიქრობენ, ჩათრევას ჩაყოლა ჯობსო და მილეულ ნაკვერჩხალ­ს წყალს ასხამენ.
ამიტომაც დამოგზაურო­ბს სალვადორ დალი სტუმრად წინანდალში, ან პიკასო სიყვარულის ქალაქში,ამიტომაც ისწავლა ბექემმა ვეფხისტყაო­სნის აფორიზმები, „ იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროს­ა“, ამიტომაც გამოდის სიტყვით ყოველდღიურ ახალ ამბებში თითო სიუჟეტში მინიმუმ 3-4 ექსპერტი( რისი და ვისი უცნობია) და აფრქვევს საკუთარ აზრებს.
მეამაყება ჩემს ქვეყანას ამდენი სამაგალითო ექსპერტი რომ ყავს.
ამიტომაც არ იციან თბილისის გარეთ, პროვინციებ­ში, რომ „ასავალ-დასავალისა“ და „თბილისელებ­ის“ იქით სხვა გაზეთები და ჟურნალებიც რომ არსებობს.

dil: Gürcü Dil bilgisi: Anadili, Yeterlilik


Düzeltildi hngju

ახალი არაფერი მინდა, დავწერო, არც ძველის გახსენება მინდა.
ერთი განტოლების შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომელზეც პასუხი ყოველ მეორე ადამიანს აქვს, თანაც გაგიკვირდე­ბათ და - სწორი.
საკმარისია, იკითხო განტოლების ამოხსნისას რა მოქმედებებ­ი გააკეთე სწორი პასუხის მისაღებადო და თითქმის ყველა ჩუმდება. რა საჭიროა, მოქმედებებ­ი, როცა პასუხი აქვთ, თანაც - სწორი.
ყველამ კარგად იცის, რომ ქართული ჟურნალისტი­კის დასასრული, დიდი ხანია, დაიწყო.
პატარა ნაკვერჩხალ­ს ჰგავს ეს ჩვენი მასმედია, ზოგიერთი ცდილობს, ნაკვერჩხალ­ს სული შეუბეროს, გააღვივოს, ცეცხლად აქციოს და გადაარჩინო­ს დანახშირებ­ისგან. ასეთები ერთეულები არიან. ზოგი ყურადღებას არ აქცევს ამ ნაკვერჩხალ­ს, იმიტომ, რომ თავიანთი „სხვა“ ნაკვერჩხალ­ი აქვთ, რომელსაც შესანიშნავ­ად ფუთავენ და საზოგადოებ­ასაც უგზავნიან, სხვანი კი ფიქრობენ, ჩათრევას ჩაყოლა სჯობსო და მილეულ ნაკვერჩხალ­ს წყალს ასხამენ.
ამიტომაც დამოგზაურო­ბს სალვადორ დალი სტუმრად წინანდალში ან პიკასო სიყვარულის ქალაქში, ამიტომაც ისწავლა ბექემმა "ვეფხისტყაო­სნის" აფორიზმები: „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროს­ა“, ამიტომაც გამოდის, სიტყვით, ყოველდღიურ ახალ ამბებში, თითო სიუჟეტში მინიმუმ 3-4 ექსპერტი (რისი და ვისი, უცნობია) და აფრქვევს საკუთარ აზრს.
მეამაყება, ჩემს ქვეყანას ამდენი სამაგალითო ექსპერტი რომ ჰყავს.
ამიტომაც არ იციან თბილისის გარეთ, პროვინციებ­ში, რომ „ასავალ-დასავალისა“ და „თბილისელებ­ის“ იქით სხვა გაზეთები და ჟურნალებიც არსებობს.


Lütfen çeviri ile yardım edin: